1. ვმეგობრობთ, ვექცევით როგორც თანატოლს 
2. რეპერტუარს ერთად ვარჩევთ, ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას
3. ვასწავლით ერთმანეთის წარმატების გაზიარებას
4. ვუნარჩუნებთ ინდივიდუალიზმს და არ ვაჩვევთ მიმბაძველობას
5. სპეციალურად მათთვის ვქმნით ახალ სიმღერებს
6. ხშირად ვეთამაშებით და თამაშით უკეთ სწავლობენ
7. ვურჩევთ ასაკის შესაფერის სიმღერებს და რაც მთავარია, ცოცხლად ვამღერებთ
8. აუცილებლად ვუფასებთ მონდომებასა და შრომას და ადეკვატურად ვუფასებთ პროგრესს
9. მხოლოდ მეგობრული რჩევებით ვაგვარებთ პრობლემებს
10. ვცდილობთ ადეკვატურად ავუმაღლოთ თვითშეფასება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა
11. ვჩუქნით ყველაზე დიდ საჩუქარს - სიყვარულს
12. ვასწავლით მხოლოდ გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას - ვაზიარებთ ნამდვილ ხელოვნებას