ვოკალურ–თეატრალური სტუდია „ლურჯა ცხენები“ ტურისტული კომპანია „Travelmınder“–ის პარტნიორი გახდა. სტუდიის ხელმძღვანელმა კომპოზიტორმა ნანა ბალახაშვილმა სპეციალურად კომპანიისთვის ჰიმნი შექმნა. ჰიმნი კომპანიის შოუ-პრეზენტაციაზე თბილისის Event Hall-ში გაჟღერდა. საღამოზე სტუდიის აღსაზრდელებმა რამდენიმე სიმღერაც შეასრულეს. შოუ–პრეზენტაციაზე კომპანიის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ირინა თამლიანმა ნანა ბალახაშვილის მიერ საღამოსთვის სპეციალურად დაწერილი კიდევ ერთი სიმღერა „დღეები“ შეასრულა. „ლურჯა ცხენებისა“ და „Travelmınder“–ის პარტნიორობის ფარგლებში სტუდია ტურისტული კომპანიის გასართობ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს.