
25 წლის წინ, მაშინ როდესაც თბილისში მუსიკალური სტუდიები თითქმის არ არსებობდა, შეიქმნა ვოკალური სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ , რომელსაც
ხელძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს , კომპოზიტორი, პოეტი და შემსრულებელი ნანა ბალახაშვილი. იმის მიუხედავად, რომ 90-ნი წლები საქართველოს ისტირიაში, საომარ პერიოდად მოიაზრება, სტუდია „ ლურჯა ცხენები’’ საინტერესო სიმღერებით, ნიჭიერი ბავშვებით მუდამ ავსებდა დარბაზებს და ხალხს ჭეშმარიტ ხელოვნებას აზიარებდა. არცერთ კონცერტს , თუ გამოსვლას ანშლაგის, ემოციური ტაშის და გულწრფელი ცრემების გარეშე არ ჩაუვლია.
სტუდიაში აღზრდილი პირველი თაობები არაერთი კონკურსის, სატელევიზიო პროექტის თუ საერთაშორისო ფესტივალის ფინალისტი გახდა.
ხელმძღვანელი, ნანა ბალახაშვილი ბავშვებს ახალ-ახალი, ასაკის შესაფერისი სიმღერებით ანებივრებს. თითოეული სიმღერა ბავშვთან ერთად იქმნება. ბავშვის ჩართულობა შემოქმდებით პროცესში-ეს სტუდიის პრიორიტეტია, რადგან შემოქმედებითობა მომავალში სასიკეთოდ ისახება ხოლმე პიროვნების ჩამოყალიბებაზე.