რატომ უნდა მივიყვანოთ ბავშვები სტუდიაში ,,ლურჯა ცხენები?“

სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ განსაკუთრებულია  ძირითადი,  მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამო:
სტუდიის რეპერტუარში ძირითადი ადგილი უკავია ქართულ სიმღერას - ლეგედარული ქართული კომპოზიტორებისა და ქართული ფოლკლორის შედევრებს. სიმბოლურია, რომ სტუდია ავტორი და ორგანიზატორია პროექტისა "ჯერ ქართულად ვიმღეროთ" რომლის ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელი კომპოზიტორი ბატონი კახა ცაბაძე, ხოლო ფესტივალის მასტერკლასები კონსერვატორიის პროფესორს ბატონ ანზორ შომახიას ეკუთვნის.  ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელია კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი. 
ამ პროექტმა არაერთი ნიჭიერი მოზარდი აღმოაჩინა და კვლავ აგრძელებს მსურველთა მიღებას.
ცოცხალი მუსიკალური თანხლება ახალი წამოწყებაა სტუდიაში! სულ მალე "ლურჯა ცხენებს" ვოკალურ - ინსტრუმენტალური ანსაბლი შეემატება. 
მიმდინარე სასწავლო წელს სტუდიას საეკლესიო გალობის შემსწავლელი ჯგუფიც დაემატა. რომლის პედაგოგი ია კენკებაშვილი გახლავთ. 

მუსიკალური განათლების მიღება ხელს უწყობს ზოგადად პიროვნების დინამიურ  განვითარებას, გემოვნებისა და ინტელექტის  ზრდას,პოზიტიური პიროვნების ჩამოყალიბებას, ამიტომ მშობლებს ვურჩევთ  აზიარონ მათი შვილები ამ შესანიშნავ სამყაროს!
მუსიკალური აღზრდა ყველაზე ძლიერი იარაღია, რამეთუ რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს ადამიანის სულში!
სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ ბედნიერ და ფერად ბავშვობას გთავაზობთ! ეზიარეთ  ჭეშმარიტ ხელოვნებას! სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ თქვენ  გელოდებთ ბავშვებო!
ბეჭდვა