როგორ აფასებენ სტუდია ,,ლურჯა ცხენებს“ მოსწავლეები

კატო კოსტანიანი:
მომწონს სიარული ამ სტუდიაში, რომ ძალიან თბილი გარემოა, ძალიან ადვილად ვსწავლობ იმას, რასაც მიხსნიან, ძალიან მიყვარს აქაური მასწავლებლები, ბევრი მეგობარი გავიცანი,ხალისიანად ვსწავლობთ, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია იმისთვის, რომ განვითარდეს ბავშვი; ძალიან მომწონს თამუნა მასწავლებელი, ძალიან მიზანდასახული მასწავლებელია და თუ გასწავლის, გასწავლის იმას, რაც უნდა გასწავლოს, რა თქმა უნდა, გვახალისებს, მაგრამ პირველ რიგში საქმე და მერე გართობა!  ძალიან მიყვარს აქაური მეგობრები, რომელთან ერთად ვიყავი ბაკურიანში, ძალიან გავერთეთ. არა მგონია, რომ  მომინდეს აქედან წასვლა!




ანა გძელიძე:
,,ლურჯა ცხენები“ არის ძალიან კარგი სტუდია, მე ძალიან მიყვარს ეს სტუდია.
ჩემი საყვარელი მასწავლებელი ია მასწავლებელია.
დავდივარ აქ ორი წელია და მინდა, რომ მომღერალი გამოვიდე!
ბავშვები ძალიან კარგები არიან!
ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან! სკოლაშიც კი კარგი მეგობრები მყავს, მაგრამ ესენი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.



მარიამ გრიგალაშვილი:
მე ამ სტუდიაში დავდივარ ორი წელია, ძალიან მომწონს ჩემი სტუდია, მასწავლებლები ძალიან კარგად მასწავლიან, ძალიან მეგობრული გარემოა.
,,ლურჯა ცხენებში“  გავიცანი ძალიან ბევრი მეგობარი, დავდივართ სხვადასხვა ადგილებში ქობულეთში, ბაკურიანში და ასე შემდეგ..




კესო კალატოზიშვილი:
მე ძალიან მიყვარს სტუდიაში სიმღერების სწავლა, უკვე ერთი წელიც არაა,რაც დავდივარ და ძალიან ბევრი სიმღერა  ვიცი  უკვე!  ყველაზე მეტად  მომწონს ნანა მასწავლებელი, თამუნა, ანა, ყველა მასწავლებელი მომწონს;  რომ მოვდივარ, მხვდებიან მეგობრები, ვმეცადინეობთ და ასე ვატარებთ მთელ გაკვეთილს





ლილია წიკლაური :
ძალიან მომწონს აქ მღერა, ძალიან ლამაზი სიმღერებია, მომწონს ძალიან მასწავლებელი  და მიყვარს ხატვა







ელენე ტალაბაძე:
დაახლოებით ორი წელიწადია, რაც დავდივარ სტუდია ,,ლურჯა ცხენებში“, ბევრი მეგობარი გავიჩინე, მყავს ორი მასწავლებელი: ნანა ბალახაშვილი და თამარ ლაცაბიძე, თავიდან მეც არ მქონდა სურვილი და მერე უკვე, რომ დავიწყე და დავიწყე, მივხვდი, რომ სიმღერა ჩემთვის ძალიან კარგი რამე იყო. ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს ნასწავლი, ძალიან მიყვარს ჩემი მასწავლებელი







სპარტაკ დვალიშვილი:
მე ვარ სპარტაკ დვალიშვილი, იგივე ბუთა, ყველა ბუთას მეძახის... სტუდია ,,ლურჯა ცხენებში“ ვმოღვაწეობ 2011 წლიდან, ძალიან დიდი დამსახურება აქვთ ჩვენს პედაგოგებს, ასევე სტუდიის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნანა ბალახაშვილს. 2012 წლიდან ჩვენ უკვე დავიწყეთ სერიოზული ანსამბლის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც ჩვენ ბათუმში მივიღეთ ფესტივალზე  გრანპრი და გავხდით ამ ფესტივალის გამარჯვებულები. ასევე მინდა აღვნიშნო ქალბატონ ნანა ბალახაშვილის მოღვაწეობა და ვფიქრობ, პირველადი წვლილი მან შეიტანა ყველაფერში, რადგან მისი  სიმღერებით მოვხვდით ჩვენ ამ ფესტივალზე!






ლიზი ქაცარიძე:
გამარჯობა, მე ვარ ლიზი ქაცარიძე, 7 წლის, ვარ მეორე კლასში, დავდივარ სტუდია,,ლურჯა ცხენებში“, მიყვარს ქართული სიმღერები, ინგლისური და მყავს მეგობრები






ნია გოგოჩაშვილი:
აქ ასწავლიან უმაღლესი განათლების პედაგოგები. მე ერთი წელია, რაც დავდივარ და ძალიან დიდ პროგრესს ვხედავ ჩემს ვოკალში, ასევე გავხდი გრანპრის მფლობელი ამ ზაფხულს ფესტივალზე!
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნანა ბალახაშვილს და ასევე ჩემს პედაგოგს, თამუნა გოცაძეს