კომპანიის სიახლეები

სტუდია “ლურჯა ცხენების” ხელმძღვანელი, კომპოზიტორი ნანა ბალახაშვილი:

ბავშვებთან მუშაობის 25 წლიანმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ პატარებს ხშირად პასუხისმგებლობა აშინებთ, სურვილი დიდი აქვთ ისწავლონ, მაგრამ ეშინიათ, რამდენად შეძლებენ და გაართმევენ თავს. პირველ რიგში  საჭიროა დავარწმუნოთ ბავშვი, რომ მისთვის შეუძლებელი არაფერია ,მთავარი მონდომებაა, რისთვისაც ნებისყოფაა საჭირო.   ნებისყოფის გამომუშავებისთვის კი მოტივა
ციაა მნიშვნელოვანი, როგორ  გავუღვივოთ მოტივაცია  ბავშვს?  წამახალისებელი პრიზებითა და სწავლის სახალისო ,,შეფუთვით“ შეგვიძლია მივაღწიოთ მიზანს!
ჩვენს შემთხვევაში მოსწავლეები სტუდიაში  სიხარულით მოდიან გაკვეთილზე სხვადასხვა მიზეზის გამო: მოსწონთ
,, კონცერტობანას“ თამაში, ამ დროს  ყველა ბავშვი გამოდის სააქტო დარბაზში, მიკროფონისა და ორკესტრის (,,ფონოგრამა -„) თანხლებით მღერის და ელოდება აპლოდისმენტებს!
გამოცნობანას თამაშიც ეფექტური მოტივაციაა პატარებისათვის: ვასმენინებთ ნაწარმოების ნაწყვეტს  მათი შესწავლილი რეპერტუარიდან და უნდა გამოიცნონ, რა სიმღერაა;
ნებისმიერ შემთხვევაში, კარგად იმღერებს თუ არა, გამოიცნობს თუ ვერა, უნდა წავალხალისოთ ბავშვი!
მოტივაციაა აგრეთვე კონცერტებზე გამოსვლა, სადაც ცოცხლად მღერიან ბავშვები, იძენენ დიდ გამოცდილებას და  ელოდებიან წამახალისებელ პრიზს და საჩუქარს.
კონკურსი, ურთიერთაპირისპირება არ მიმაჩნია ამ ასაკში მართებულად! მარცხმა შეიძლება არასრულფასოვნების კომპლექსი და დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბოს მოზარდს.
ბავშვი სხვას არ უნდა შევადაროთ, არამედ მის საწყის შესაძლებლობებთან შედარებით როგორ გაიზარდა, როგორი პროგრესი განიცადა, ის უნდა აღვნიშნოთ და დავუფასოთ მონდომება!
მას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ვინმე დასცინებს, თუ რაიმე არ გამოუვა, ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს  მის თავმოყვარეობას, სწორედ ამის გამო, არ ვაღიარებ მუსიკალურ პროექტებს, სადაც იმის გამო, ცინიზმითა და ქილიქითაა სავსე ჟიურის წევრების დამოკიდებულება კონკურსანტებისადმი! ასეთ დამოკიდებულებას  ეწირება ახალგაზრდა თაობის  ფსიქიკა და თავმოყვარეობა, რის გამოც შეიძლება ფარ-ხმალი დაყაროს ახალგაზრდამ და საბოლოოდ გაუქრეს მოტივაცია.
ისმის შეკითხვა, აბა რას ემსახურება მსგავსი პროექტები?
ხშირად მეკითხებიან,  რამდენი ცნობილი მუსიკოსი გაზარდეო, არაერთი, მაგრამ ვერიდები მათ ჩამოთვლას!
ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია რამდენი კარგი, ჯანსაღი პიროვნება და გემოვნებიანი მსმენელი გავზარდე!
სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ ნებისმიერ დროს მზადაა აზიაროს ბავშვები ნამდვილ ხელოვნებას და  ბედნიერი  და ფერადი დღეები აჩუქოს პატარებს!
25 წლის წინ, მაშინ როდესაც თბილისში მუსიკალური სტუდიები თითქმის არ არსებობდა, შეიქმნა ვოკალური სტუდია ,,ლურჯა ცხენები“ , რომელსაც
ნია გოგოჩაშვილი ერთი წელია, რაც სტუდიაში მოვიდა,მისი პედაგოგები თამარ გოცაძე და ანა ვაშაკიძე არიან, გამოირჩევა საოცარი შრომისმოყვარეობით, ინდივიდუალიზმით, მუსიკალურობით, ფესტივალის ჟიურიმ ნიას უმაღლესი შეფასება ,,გრან პრი" მიანიჭა,მთელი სტუდია იზიარებს ნიას წარმატებას და უსურვებს შემოქმედებით წინსვლას!

16 ივლისიდან სტუდია ,,ლურჯა-ცხენების" მოსწავლეები, მასწავლებლები და ლიდერები კოლექტიურად ქობულეთიდან მოგესალმებით.
ადევნეთ თვალი ჩვენს 10 დღიან ტურს და ფესტივალს ,,ნარინჯისფერი ქობულეთი" ️
რეგისტრაცია გრძელდება 12 ივლისამდე.
ცხენოსნობა ჩვენს ბანაკში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჯანსაღი აქტივობაა. ორ დღეში ერთხელ ბანაკს ესტუმრება ცხენები და თითოეული ბავშვი ინსტრუქტორთან ერთად 15 წუთით გაისეირნებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვოკალურ – თეატრალურ სტუდია "ლურჯა ცხენებთან" არსებული ინგლისური ენის შემსწავლელი წრე აცხადებს  I –დან VI კლასის ბავშვების მიღებას

გაიხსნა ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შემსწავლელი ჯგუფები! მიიღებიან გოგონები და ვაჟები 6 წლდან 35 წლის ასაკამდე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში

თუ გსურს აიხდინო ოცნება, გახდე მომღერალი და მსახიობი,

20 წლიანი გამოცდილების  ვოკალურ- თეატრალური სკოლა-სტუდია ,,ლურჯა ცხენები'' შენ გელოდება!

გაიხალისე ბავშვობა ყველაზე მუსიკალურ  და აკადემიურ სტუდიაში!

შეისწავლება: