ცხენოსნობა ბანაკში

ცხენოსნობა ჩვენს ბანაკში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ჯანსაღი აქტივობაა. ორ დღეში ერთხელ ბანაკს ესტუმრება ცხენები და თითოეული ბავშვი ინსტრუქტორთან ერთად 15 წუთით გაისეირნებს სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ბავშვები გამოკვებავენ და მოუვლიან თავიანთ ცხენს, ისწავლიან დამოუკიდებლად ჯირითს ინსტრუქტორის დახმარებით. ეს აქტივობა როგორც ემოციურად ისე ფიზიკურად არის სასარგებლო და განმავითარებელი ნებისმიერი ასაკის ბავშვისათვის.