ნანა ბალახაშვილი

სტუდია “ლურჯა ცხენების” ხელმძღვანელი – ნანა ბალახაშვილი, მუსიკოსი, პოეტი, არაერთი ცნობილი სიმღერის და ლექსის ავტორი, ავტორშემსრულებელი, გამოცემული აქვს სანოტო კრებულები და აუდიოდისკები
დაიბადა ქ,თბილისში 1963 წლის 10 აგვისტოს. 

1994 წელს დააარსა ვოკალურ-თეატრალური სკოლა-სტუდია ,,ლურჯა ცხენები“, რომელიც საქართველოს ბავშთა ფედარაციის კედლებში ფუნქციონირებდა, სტუდიაში ბევრი წარმატებული მუსიკოსი აღიზარდა

საზოგადოება ნანა ბალახაშვილს კარგად იცნობს ცნობილი სიმღერებიდან:

  • ,,დედაშვილობის ზღაპარი“,
  • ,,აი ია“,
  • ,,იებით ხელში“,
  • ,,ნუ მეტყვი“,
  • ,,შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო,
  • ,,სამყაროს ჰიმნი“ და სხვა.

მისი საბავშვო სიმღერების კრებულები აქტიურად გამოიყენება მუსიკალურ სკოლებში, მისი სიმღერები გამოირჩევა მელოდიურობით, თვითმყოფადობით, მისი ნაწარმოებები შექმნილია სხვადასხვა პოეტების ლექსებზე:

  • ილია ჭავჭავაძე (მოხუცის ლოცვა ,,აჩრდილიდან“),
  • გალაკტიონ ტაბიძე (,,მამული“),
  • ანა კალანდაძე (,,შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო“),
  • ანზორ აბულაშვილი (,,მახარობელი“),
  • იოსებ ნონეშვილი (,,არის ასეთი ქვეყანა“ ),
  • გივი ჭიჭინაძე (,,ყვავილების ოცნება“),
  • ავთანდილ გურგენიძე (,,აი ია“),
  • გიორგი ლეონიძე (,,დედა ენა“) და სხვა.

ასევე საკუთარ ლექსებზე მის სიმღერებს ასრულებენ მომღერლები : თემურ წიკლაური, თამრიკო მეჭიაური, სოფო ბედია, ნინი შერმადინი, ნინი წიკლაური, ასევე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები.


2008 წელს მისი სიმღერა ,,აი ია“ ფესტივალში ,,პატრინოტი“ ათ საუკეთესო სიმღერაში დასახელდა!


ნანა ბალახაშვილი დღემდე ეწევა ნაყოფიერ მოღვაწეობას სტუდია ,,ლურჯა ცხენებში“ და არაერთ საინტერესო პროექტს ხელმძღვანელობს!