ვოკალური სტუდია ,,ლურჯა ცხენები“
27 წლის წინ, მაშინ როდესაც თბილისში მუსიკალური სტუდიები თითქმის არ არსებობდა, შეიქმნა ვოკალური სტუდია ,,ლურჯა ცხენები“, რომელსაც ხელძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს, კომპოზიტორი, პოეტი და შემსრულებელი ნანა ბალახაშვილი (ინფორმაცია დამფუძვნებლის შესახებ). იმის მიუხედავად, რომ 90-ნი წლები საქართველოს ისტორიაში, საომარ პერიოდად მოიაზრება, სტუდია „ ლურჯა ცხენები’’ საინტერესო სიმღერებით, ნიჭიერი ბავშვებით მუდამ ავსებდა დარბაზებს და ხალხს ჭეშმარიტ ხელოვნებას აზიარებდა. არცერთ კონცერტს, თუ გამოსვლას ანშლაგის, ემოციური ტაშის და გულწრფელი ცრემების გარეშე არ ჩაუვლია. სტუდიაში აღზრდილი პირველი თაობები არაერთი კონკურსის, სატელევიზიო პროექტის თუ საერთაშორისო ფესტივალის ფინალისტი გახდა. ხელმძღვანელი, ნანა ბალახაშვილი ბავშვებს ახალ-ახალი, ასაკის შესაფერისი სიმღერებით ანებივრებს. თითოეული სიმღერა ბავშვთან ერთად იქმნება. ბავშვის ჩართულობა შემოქმდებით პროცესში-ეს სტუდიის პრიორიტეტია, რადგან შემოქმედებითობა მომავალში სასიკეთოდ ისახება ხოლმე პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
სტუდია “ლურჯა ცხენების” 12 ოქროს წესი
1. ვმეგობრობთ, ვექცევით როგორც თანატოლს
2. რეპერტუარს ერთად ვარჩევთ, ვითვალისწინებთ მათ გემოვნებას
3. ვასწავლით ერთმანეთის წარმატების გაზიარებას
4. ვუნარჩუნებთ ინდივიდუალიზმს და არ ვაჩვევთ მიმბაძველობას
5. სპეციალურად მათთვის ვქმნით ახალ სიმღერებს
6. ხშირად ვეთამაშებით და თამაშით უკეთ სწავლობე
7. ვურჩევთ ასაკის შესაფერის სიმღერებს და რაც მთავარია, ცოცხლად ვამღერებთ
8. აუცილებლად ვუფასებთ მონდომებასა და შრომას და ადეკვატურად ვუფასებთ პროგრესს
9. მხოლოდ მეგობრული რჩევებით ვაგვარებთ პრობლემებს
10. ვცდილობთ ადეკვატურად ავუმაღლოთ თვითშეფასება და საკუთარი შესაძლებლობების რწმენა
11. ვჩუქნით ყველაზე დიდ საჩუქარს – სიყვარულს
12. ვასწავლით მხოლოდ გემოვნებიან და ხარისხიან მუსიკას – ვაზიარებთ ნამდვილ ხელოვნებას