ხატვის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ტარდება, პედაგოგი – მხატვარი მარიამ დევდარიანი გახლავთ
წლის ბოლოს გულშემატკივრებს ვთავაზობთ გამოფენა-გაყიდვას სხვადასხვა დარბაზებში, გამოფენა – გაყიდვის შედეგად მიღებულ ჰონორარს პატარები ქველმოქმედებას ახმარენ, ასე ეჩვევიან ბავშვობიდანვე ადამიანების დახმარებას. ხატვის დისციპლინას ბავშვები სიხარულითა და სიამოვნებით ეუფლებიან