სტუდიის შემაჯამებელი კონცერტები

სტუდია ,,ლურჯა ცხენებში“ საახალწლო, შემაჯამებელმა კონცერტებმა წარმატებით ჩაიარა, ყველა მოსწავლემ შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენა, მონაწილეთა შორის ბევრი დებიუტანტიც გახლდათ, თითოეული ბავშვი ცოცხლად წარსდგა მაყურებლის წინაშე და უდიდესი გამოცდილებაც მიიღო! სტუდიის ადმინისტრაციია მადლობას უხდის პედაგოგებს გაწეული შრომისთვის, ასევე მშობლებს ნდობისთვის და ერთსულოვნებისთვის,  რაც მთავარია სტუდია ,,ლურჯა ცხენების“ არაჩვეულებრივ ნიჭიერ და მონდომებულ ბავშვებს!  წინსვლას, მუდმივ განვითარებას და წარმატებებს გისურვებთ ბავშვებო, მრავალ ბედნიერ შობა-ახალ წელს დაესწარით, სტუდიის საახალწლო კონცერტზე  კიდევ ერთი საინტერესო ფოტოსესია ჩატარდა.